- პროექტის სახელწოდება: შობა- ახალი წელი ჩვენს ქვეყანაში.
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ახალი წლის ტრადიციის შესწავლა. მისი შემობძრანების მნიშვნელობა თითოეულ ოჯახში.
- პროექტის აქტუალობა: ბავშვებს ჩამოუყალიბდეთ მშობლიური კუთხეების ტრადიციებისადმი გრძნობა.
- პროექტის მიზნები: მოსწავლეს განუვითარდეს კვლევა-ძიების, ჩანაფიქრისადმი შემოქმედებითად მიდგომის, პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
- მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი.
- ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით. ფოტო და ვიდეო მასალების მოძიება, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ჩანახატების გაკეთება მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით, გამოფენის, პრეზენტაციის მოწყობა.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სხვადასხვა კუთხის ფოტოები,ვიდეო მასალა, ნაძვის ხე, მოსართავები, ფოტოაპარატი.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ნაძვის მორთვა, საკლასო ოთახის მოწყობა საახალწლოდ, ფიფქების დამზადება, კედლის გაზეთის ,,შობა ახალი წელი" გაკეთება და გამოფენის მოწყობა ფოიეში, მისალოცი ბარათების გაკეთება, რომლებსაც მიართმევენ თავიანთ პედაგოგებს.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი; ა) ინგლისური-მოიძიონ პატარა ლექსები, რომლებსაც შეიტანენ კედლის გაზეთში. ბ) ხელოვნება-ჩანაფიქრის შემოქმედებითად განხორციელება, გ) მუსიკა-საახალწლო სიმღერებით შემოქმედებითი საღამოს გალამაზება.
- პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მაკა მახათაძე
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maka107107@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: maka107@blogspot.com
Thursday, December 5, 2013
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment